2024 წლის 11 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ორგანიზებით მდგარდი დაფინანსების სემინარი გაიმართა. ღონისძიებას თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მდგრადი დაფინანსების სემინარი საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის, „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“, ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.
სემინარზე განხილული იყო მდგრადი განვითარების პრინციპები, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ინვესტირების სტრატეგიები და ESG ფილტრები, ევროკავშირის მდგრადი დაფინანსების ჩარჩო და ფინანსური ინსტიტუტების ტიპური მოთხოვნები.
სემინარს უძღვებოდა ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და მდგრადი დაფინანსების საკითხების საერთაშორისო ექსპერტი დოქტორი დარიუშ პრასეკი.