პერსონალურ მონაცემთა დაცვა

                                                    -                                                      ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტის“ ვებ-გვერდის  „წესებიდაპირობები“
 

წინამდებარე „წესები და პირობები“ (შემდგომში „წესები და პირობები“) არეგულირებს ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტსა“ (ს/კ: 405523161; მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129, ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]) შემდგომში - „კომპანია“/“მგვ ორგანიზაცია“) და „კომპანიის“ ვებ-გვერდის (http://tgp.ge/) სისტემაში (შემდგომში - „სისტემა“) შესულ მომხმარებელს (შემდგომში - „მომხმარებელი“) შორის ურთიერთობას.

 

1.    ტერმინთა განმარტება:

„კომპანია“/„მგვ ორგანიზაცია“ - ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტ“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405523161; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N129; ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]);

„მომხმარებელი“ - საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი;

„ვებ-გვერდი“/„საიტი“ – „კომპანიის“ მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდი - http://tgp.ge/.  

 

2.    ზოგადიპირობები
1.1.    „სისტემაში“ შესვლის შემთხვევაში, „მომხმარებელი“ წინამდებარე წესებზე და პირობებზე დათანხმების მეშვეობით აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას, წინამდებარე „წესების და პირობების“ მოქმედება გავრცელდეს მასზე და „მომხმარებელი“ ავტომატურად ექცევა წინამდებარე „წესებისა და პირობების“ მოქმედების ფარგლებში.
1.2.    „ვებ-გვერდზე“ შესვლის შემთხვევაში „მომხმარებელი“ შეძლებს „კომპანიის“ მიერ განთავსებული ინფორმაციის გაცნობას, ასევე, უფლებამოსილი იქნება საჭიროების შემთხვევაში „ვებ-გვერდის“ შესაბამისი გვერდის („კონტაქტი“) მეშვეობით წერილობითი შეტყობინებით/განცხადებით მიმართოს „კომპანიას“.
1.3.    „ვებ-გვერდის“ გამოყენებამდე „მომხმარებელი“ ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს. წინამდებარე „წესების და პირობების“ გაცნობის შემდეგ, შესაბამის ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „მომხმარებელი“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
 

2.      „სისტემაში“  „მომხმარებლის“ მიერ შეტყობინების გაგზავნისპირობები
2.1.    „სისტემის“ შესაბამის გვერდზე („კონტაქტი“), მომხმარებელს უფლება აქვს წერილობითი შეტყობინება/განცხადება გაუგზავნოს კომპანიას, რისთვისაც მისი მხრიდან ყოველ ჯერზე მისათითებელი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: 
ა)  ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი;
ა.ბ) გვარი;
ა.გ) ელ-ფოსტა;
ა.დ) თემა (ზოგადი სახის ინფორმაცია);
ა.ე) შეტყობინება/განცხადება (მოთხოვნის/განცხადების დეტალური შინაარსი); 
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სახელწოდება;
ბ.ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ.გ) ელ-ფოსტა;
ბ.დ) თემა (ზოგადი სახის ინფორმაცია);
ბ.ე) შეტყობინება/განცხადება (მოთხოვნის/განცხადების დეტალური შინაარსი); 
2.2.     „მომხმარებელი“ წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.1 პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, დადასტურების ღილაკის მეშვეობით, ეთანხმება წინამდებარე „წესებსა და პირობებს“, რის შემდეგაც „მომხმარებელს“ ექნება შესაძლებლობა შესაბამისი შეტყობინება/განცხადება წარუდგინოს „კომპანიას“.  
2.3.     „ვებ-გვერდის“ მეშეობით „მომხმარებელს“ ექნება უფლება გაეცნოს „მგვ ორგანიზაციაში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადის ფორმებსა და შესაბამის საწევრო ხელშეკრულებებს და საჭიროების შემთხვევაში ჩამოტვირთოს იგი. ამასთანავე, წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.1 პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ, „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ხელმოწერილი განაცხადის ფორმა, ან/და სხვა შინაარსის განცხადება ატვირთოს შესაბამის ველში და გაუგზავნოს „კომპანიას“. 
2.4.    წინამდებარე „ვებ-გვერდის“ მეშვეობით „მომხმარებლის“ მიერ „კომპანიისთვის“ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად იგზავნება „კომპანიის“ ოფიციალურ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected]
2.5.    „მომხამრებლის“ მიერ ნებისმიერი სახის განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს ხელმოწერილი სახით. 
2.6.    „ვებ-გვერდის“ მეშვეობით მიღებულ განაცხადს „კომპანია“ განიხილავს სტანდარტული წესით, ხოლო „მომხმარებელს“ შესაბამის განაცხადზე პასუხი ეცნობება, „მომხმარებლის“ მიერ წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.1 პუნქტში შესაბამის ველში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. 
 
3.      მხარეთაუფლება-მოვალეობები
3.1     „კომპანია“ უფლებამოსილია:
3.1.1  ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე „წესები და პირობები“ ნებისმიერ დროს და განათავსოს „საიტზე“. 
3.1.2  შეწყვიტოს „მომხმარებლის“ „სისტემასთან“ წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, „მომხმარებლის“ მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს „სისტემას“ ან თავად „კომპანიას“.
3.1.3  გააკონტროლოს „მომხმარებლის“ ყველა ქმედება და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომა.
3.1.4  იმ შემთხვევაში, თუ „კომპანიისთვის“ ცნობილი გახდება, რომ „მომხმარებლის“ მიერ ადგილი აქვს წინამდებარე „წესებით და პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას, „კომპანია“ უფლებამოსილია განახორციელოს „მომხმარებლის“ დაბლოკვა და შეუზღუდოს „მომხმარებელს“ (იმავე მონაცემების მქონე პირს) ვებ-გვერდზე წვდომა. 
3.2    „კომპანია“ ვალდებულია:
3.2.1. დაამუშავოს „მომხმარებლის“ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე „წესების და პირობებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.  
3.3    „მომხმარებელი” უფლებამოსილია:
3.3.1. „სისტემაში“ შემოსვლის დროს იმოქმედოს წინამდებარე „წესებით და პირობებით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
3.4    „მომხმარებელი“ ვალდებულია:
3.4.1  „სისტემაში“ წინამდებარე „წესების და პირობების“ 2.1 პუნქტში მითითებული ველების შევსების დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თავად აგოს პასუხი „კომპანიის“ და მესამე პირების წინაშე. 
3.4.2  დაიცვას წინამდებარე „წესები და პირობები“.

 

4.      „მომხმარებლის“პერსონალურიმონაცემებისდამუშავება/დაცვა
4.1     „კომპანია“ უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დაცვას.
4.2     „მომხმარებელი“ როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ დათანხმების შემთხვევაში, თანხმობას აცხადებს, და წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ანიჭებს „კომპანიას“ „მომხმარებლისათვის“ „კომპანიის“ მომსახურების, „კომპანიაში“ დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები („მომხმარებლის“ სახელი გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და „სისტემაში“ „მომხმარებლის“ მიერ განხორციელებული აქტივობები. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „მომხმარებლის“ მიერ წინამდებარე „წესებსა და პირობებზე“ დათანხმების შემთხვევაში. ამასთან, „კომპანია“ ხსენებული მონაცემების შენახვას განახორციელებს იმ ვადამდე, სანამ „მომხმარებლის“ მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
4.3      „მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს „კომპანიას“ მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით -  ცხელ ხაზზე დარეკვით: (0322) 2 26 44 40 / (+995 591) 35 55 88,  წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N129, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ ან თუ „მომხმარებელს“ სურს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ასეთ დროს „კომპანია“ ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი. 
 
5.      დასკვნითი დებულებები
5.1     წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.