10.07.2023
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა „ნარჩნების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა „ნარჩნების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ მიერ დაორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილე იყო. 5 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სამივე მგვ-ის წარმომადგენლები და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი. მგვ-ის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოუდგინეს მონაწილეებს მათი ორგანიზაციების მიერ შეგროვებული სპეფიციკური ნარჩენების რაოდენობა, მათი შეგროვების პუნქტები და გადამუშავების გზები.

მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მგვ-ის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს უცხოური გამოცდილება და აღნიშნული გამოწვევების ევროპული მაგალითები. თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა პრეზენტაცია წარუდგინა მონაწილეებს და ისაუბრა თეგეტა გრინ პლანეტის მიერ დაორგანიზებულ, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ, ღონისძიებებზე.