10.06.2024
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეები არიან
image
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეები არიან

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში 2024 წლის 28-30 მაისს, თელავში, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა. 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში ნარჩენი ზეთებისა და საბურავების მართვაზე. განიხილეს არსებული რეციკლირების სექტორი საქართველოში და მისი განვითარების შესაძლებლობები. უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენი ზეთებისა და ნარჩენი საბურავების გადამუშავების ევროპული პრაქტიკა გაუზიარეს.

მონაწილეებმა განიხილეს ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და აღნიშნული პრაქტიკის საქართველოში განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრისას მონაწილეებმა ისაუბრეს ცირკულარული ეკონომიკის უპირატესობებსა და ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელოვან როლზე მდგრადი განვითარების მიზნებსა და მწვანე ეკონომიკაში.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში გადამუშავების პრაქტიკის დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის წახალისებას, რაც შეამსუბუქებს მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, მისი განმახორციელებელია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).