13.06.2023
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
image
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 4-5 აპრილს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია COWI ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს მგვ-ის ორგანიზაციების გამოწვევები საქართველოში და აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდები. ექსპერტებმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ისაუბრეს შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება მგვ-ის ორგანიზაციებმა შექმნან ცირკულარული ეკონომიკისა და გადამამუშავებელი ქცევისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი სურამანიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე და სხვა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.