19.05.2023
„თეგეტა გრინ პლანეტმა“ ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
image
image
image
image

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 10 მაისს „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა ბაქსვუდის სკოლის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმი მდგრადი განვითარების მიზნებს ეძღვნებოდა და მასში მონაწილეობა თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიების გამოფენაც გაიმართა, რომლის ფარგლებში „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ასევე გაუზიარეს ინფორმაცია ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნისათვის გადაცემის შესახებ. 

ფორუმის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ „იდეათონში“, რომელიც გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ინოვაციური გადაწყვეტილებების მოფიქრებას გულისხმობდა. „თეგეტა გრინ პლანეტმა“ სკოლის მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა: ბრენდირებული კალმები, კეპები და წიგნაკები.  

ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია,  წვლილი შეიტანოს სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნისა და უნარების განვითარებაში. „თეგეტა გრინ პლანეტ“ მუდმივად ცდილობს, სხვადასხვა აქტივობებით,  ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ. 

ფოტოგრაფი - ნატაში ლაზიშვილი