22.01.2025
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეები არიან
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების შესახებ შეხვედრის მონაწილეები არიან

პროექტის  „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში 2024 წლის 19-20 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებას „თეგეტა გრინ პლანეტის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

შეხვედრის ძირითად მიზანს  ხმარებიდან ამოღებული საბურავების დამუშავებაში ინვესტირების შესაძლებლობებისა და  ცირკულარულ ეკონომიკაში გენდერული და სოციალური ჩართულობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus)  თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში გადამუშავების პრაქტიკის დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის წახალისებას, რაც შეამსუბუქებს მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.