თეგეტა გრინ პლანეტმა ალტერბრიჯის უნივერსიტეტში ჩაატარა ვორქშოფი მდგრად განვითარებაზე, SDG მიზნებსა და EPR სისტემაზე. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების სწორ მართვაზე, ყოველდღიური არჩევანის გავლენასა და მწვანე მომავლის მნიშვნელობაზე.
ინიციატივა კომპანია Shine Energy-სთან თანამშრომლობით განხორციელდა. ვორქშოფი დისკუსიით, ინტერაქციული თამაშითა და გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდა.
თეგეტა გრინ პლანეტი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღო ავტორიზაცია გაფართოებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის (EPR) ჩარჩოში. ორგანიზაცია უზრუნველყოფს გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმლატორების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, სპეციალისტებს კითხვები დაუსვეს და გაიაზრეს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პირად გადაწყვეტილებებს გარემოზე. ღონისძიების ბოლოს აქტიური მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, რამაც შეხვედრას კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ხასიათი შესძინა.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათში ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც მომავალში დაეხმარებათ, იყვნენ გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი და შეგნებული მოქალაქეები. ეს ვიზიტი ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც თეგეტა გრინ პლანეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განაგრძობს სკოლებისა და უნივერსიტეტების მონახულებას.
თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგვ სისტემა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სრულ ციკლს: შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო შემდგომ მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.
__